ამერიკული დელეგაცია დავოსში ვერ ჩავა

მათი გამგზავრების გადაწყვეტილება ტრამპმა გააუქმა

1128466
ამერიკული დელეგაცია დავოსში ვერ ჩავა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იმის გამო, რომ მთავრობა დახურულია და არ მუშაობს, ამიტომაც ამერიკული დელეგაციის შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამგზავრება, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, გააუქმა.

ამის შესახებ აღნიშნა თეთრი სახლის პრეს სპიკერმა სარა სანდერსმა წერილობით გავრცელებულ  განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ კვირას, სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან დაწერა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებდა დავოსის ფორუმში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, 23-26 იანვარს შორის გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები