ისლამის ეკონომიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი სტამბოლში გაიმართება

სიმპოზიუმში 12 ქვეყნის 400-ზე მეტი აკადემიკოსი, ბიუროკრატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

1099660
ისლამის  ეკონომიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი სტამბოლში გაიმართება

სტამბულის ეკონომისტთა ასოციაციის (İKDER) მიერ ყოველწლიურად გამართული, ისლამის  ეკონომიკის საერთაშორისო  სიმპოზიუმი  8-9 დეკემბერს,  სტამბოლში გაიმართება. სიმპოზიუმში 12 ქვეყნის 400-ზე მეტი აკადემიკოსი, ბიუროკრატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სიმპოზიუმი, სტამბულის უნივერსიტეტის კონგრესის და კულტურის ცენტრში ჩატარდება. საერთაშორისო სიმპოზიუმს ორი მთავარი მიზანი აქვს. პირველი,  ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ისლამის მიერ შემოთავაზებული სტრატეგიების განხორციელება.  მეორე კი ისლამის ეკონომიკის სისტემის წინა პლანზე წამოყენება.



მსგავსი ინფორმაციები