დედოფალ მარია ანტუანეტას ძვირფასეულობა რეკორდულ ფასად გაიყიდა
მარია ანტუანეტას 37 წლის ასაკში, პარიზის ცენტრალურ მოედანზე თავი მოკვეთეს
შვეიცარიის ქალაქ, ჟენევაში სოტბის აუქციონზე გატანილი, საფრანგეთის დედოფალ, მარია ანტუანეტას ძვირფასეულობიდან ბრილიანტის შესაკრავიანი მარგალიტის ყელსაბამი რეკორდულ ფასად, 32 მილიონ შვეიცარული ფრანკად ანუ, 42,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჟენევაში სოტბის აუქციონზე ასევე საფრანგეთის ბოლო დედოფალის კუთვნილი 10 სამკაულიც გამოიტანეს. აუქციონზე ყველაზე ძვირად, დედოფალის ბრილიანტის შესაკრავიანი მარგალიტის ყელსაბამი გაიყიდა, რომლის მყიდველის ვინაობაც არ დასახელებულა. მარია ანტუანეტას სამკაული 200 წლის განმავლობაში კერძო კოლექციონერებთან ინახებოდა და მისი ნახვა შეუძლებელი იყო. საფრანგეთის მეფე, ლუი XVI-ს მეუღლე მარია ანტუანეტა დიდებული ცხოვრებით და სიკვდილით, საფრანგეთის რევოლუციის დაუვიწყარ პირებს შორის ყოველთვის მოიხსენიება. მარია ანტუანეტა 1793 წელს 16 ოქტომბერს 37 წლის ასაკში, პარიზის ცენტრალურ მოედანზე რევოლუციური ტრიბუნალის გადაწყვეტილებით თავი მოკვეთე. მის შესახებ მრავალი წიგნი დაიწერა და ასევე ფილმიც იქნა გადაღებული.
მსგავსი ინფორმაციები
სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება განიხილება
სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე განიხილება
თურქეთიდან 141 მილიონი დოლარის ყვავილების ექსპორტი განხორციელდა
თურქეთიდან 141 მილიონი დოლარის ყვავილების ექსპორტი განხორციელდა