აშშ-მა თურქეთი ირანის სანქციებისგან გაათავისუფლა

ანკარა მიესალმა ამ დადგენილებას

1080724
აშშ-მა თურქეთი ირანის სანქციებისგან გაათავისუფლა

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ჟურნალისტებთან საუბარში კმაყოფილება გამოთქვა აშშ-ს დადგენილების მიმართ, რომელიც გუშინ საღამოს გაახმაურა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და რომელიც თურქეთს, სხვა 7 სახელმწიფოსთან ერთად ირანის სანქციებისგან ათავისუფლებს.

თურქმა მინისტრმა ამ გადაწყვეტილებს მეტად სასიამოვნო და მისასალმებელი  უწოდა და აღნიშნა, რომ ანკარა აშშ-ს ყოველთვის აფრთხილებს, თუ რა უარყოფითი შედეგები ექნება ირანზე დაწესებულ სანქციებს მის მეზობელ ქვეყნებზე და ისიც ითვალისწინებს ხოლმე რა ამ გარემოებებს, როგორც წინა სანქციების დროს, ახლაც თურქეთი გაათავისუფლა ირანის ეკონომიკურ ბლოკადაში მონაწილეობისგან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.



მსგავსი ინფორმაციები