ტრამპი და ძიანპინი ერთმანეთს არგენტინაში შეხვდებიან

შეხვედრა ამ თვის ბოლოს შესდგება

1080444
ტრამპი და ძიანპინი ერთმანეთს არგენტინაში შეხვდებიან

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავის ჩინელ კოლეგა სი ძიანპინს ამ თვის ბოლოს კიდევ ერთხელ პირისპირ შეხვდება არგენტინაში დაგეგმილ დიდ ოციანთა, G20 ლიდერთა სამიტზე.

ტრამპი სოციალური მედიით გავრცელებულ წერილობით მესიჯში აღნიშნავს, რომ წუხელ მას ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჩინელ კოლეგასთან და პირისპირი შეხვედრის გადაწყვეტილებაც ამ საუბრის დროს მიიღეს.

ამერიკული მედია იტყობინება, რომ თუ ტრამპი და ძიანპინი არგენტინის შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ, თეთრი სახლი იმპორტირებული ჩინური პროდუქციის საბაჟო ტარიფებზე მესამე სანქციის პაკეტს დააწესებს, რომლის მოცულობაც 267 მილიარდი დოლარი იქნება.

ტრამპმა პირველი სანქცია ჩინეთს მიმდინარე წლის 23 მარტს დაუწესა, მეორე სანქცია კი 18 ივნისს, რის საპასუხოდ პეკინმაც თავის მხრივ სანქციები დაუწესა ამერიკულ პროდუქციას



მსგავსი ინფორმაციები