საბერძნეთში მეზღვაურებმა 2 დღიანი გაფიცვა გამოაცხადეს

საბერძნეთში მეზღვაურთა პროფკავშირის ორ დღიანი გაფიცვის გამო საზღვაო რეისები გაუქმდა

1042386
საბერძნეთში მეზღვაურებმა 2 დღიანი გაფიცვა გამოაცხადეს

საბერძნეთში მეზღვაურთა პროფკავშირის ორ დღიანი გაფიცვის გამო საზღვაო რეისები გაუქმდა.

საბერძნეთის მეზღვაურთა ფედერაციამ კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში მეზღვაურთა ხელფასების კიდევ უფრო მეტად გაზრდა მოითხოვა, რის გამოც გაფიცვა გამოაცხადა.

საბერძნეთის მეზღვაურთა ფედერაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამსაქმებლები 8 წლის მანძილზე უარს აცხადებენ დასაქმებულებისათვის დამაკმაყოფილებელი სახელფასო ზრდაზე რის გამოც იფიცებიან.

გაფიცვის გამო საბერძნეთის კუნძულების მიმართულებით შესასრულებელი რეისები ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან ორი დღის ვადით შეჩერდა. 


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #მეზღვაური , #გაფიცვა

მსგავსი ინფორმაციები