თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გასანეიტრალებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგა

თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გასანეიტრალებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგა

1034409
თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გასანეიტრალებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგა

თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გასანეიტრალებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგა.

ხაზინისა და ფინანსთა სამინისტრომ რეალური სექტორისა და ბანკების მდგომარეობის შესამსუბუქებლად რიგი ზომები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საკრედიტო არხები ღია დარჩება.

კრედიტებში, რომლებშიც ვალუტის კურსის ზრდის გამო ლიმიტის გადაჭარბება მოხდა, ლიმიტის ზღვარს ყურადღება აღარ მიექცევა.

ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საბანკო გაერთიანებასთან ერთად დადგენილი ამ ზომებით ყველა ფირმის მდგომარეობა ცალ-ცალკე ყურადღებით იქნება შეფასებული.

დღეს ამოქმედებული ზომების ფარგლებში ფირმების ნაღდი ფულის დინებისთვის ვადებსა და შეფასებებში მოქნილობის უზრუნველყოფა გაგრძელდება. 

კრედიტებში, რომლებშიც ვალუტის კურსის ზრდის გამო ლიმიტის გადაჭარბება მოხდა, ლიმიტის ზღვარს ყურადღება აღარ მიექცევა, არ მოხდება კრედიტის დახურვის მოთხოვნა.

ასევე ვალუტის კურსის გაზრდის გამო გირაოს ღირებულების რისკის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში უკმარისი კრედიტებისთვის ფირმებს დამატებით გირაოს არ მოსთხოვენ.

8 აგვისტოდან შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო წარმოქმნილი დაგვიანებებს, გადაუხდელ და გაპროტესტებულ თამასუქებს რისკის ცენტრს ფორსმაჟორული მიზეზის კოდით შეატყობინებენ.

ეს პროგრამა არ იქნება ხელისშემშლელი ფირმების კრედიტთან წვდომაში. 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ეკონომიკა

მსგავსი ინფორმაციები