ტრამპი დაჟინებულია მექსიკასთან უსაფრთხოების კედლის მშენებლობაში

“მექსიკა არასდროს არ გადაიხდის კედლის მშენებლობის საფასურს“

981898
ტრამპი დაჟინებულია მექსიკასთან უსაფრთხოების კედლის მშენებლობაში

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს განცხადებებს უსაფრთხოების კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც შენდება მექსიკის საზღვარზე და რომელიც მიზნად ისახავს არალეგალი ემიგრანტების უკანონო შესვლას მექსიკიდან აშშ-ში.

ტრამპის თქმით, მექსიკა არ ეხმარება მის ქვეყანას უკანონო ემიგრანტების დენადობის შეჩერებაში, ამიტომაც ხსენებული კედლის მშენებლობის საფასურს მექსიკას აანაზღაურებინებენ. "მე არ მინდა, რომ რაიმე პრობლემა წარმოიქმნას, მაგრამ მექსიკა ადრე თუ გვიან, კედლის მშენებლობის ფულს გადაიხდის", - განაცხადა მან.

ტრამპის ამ განცხადებას მყისიერი პასუხი გასცა მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ, რომელმაც სოციალური მედიის ანგარიშზე ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: "პატივცემულო ამერიკის პრეზიდენტო! მექსიკა არასდროს არ გადაიხდის კედლის მშენებლობის საფასურს“.



მსგავსი ინფორმაციები