ისლამური ქვეყნები ისრაელის პროდუქციის ბოიკოტისთვის ემზადებიან

ისლამური ქვეყნები თურქეთის ინიციატივით ისრაელის პროდუქციის ბოიკოტისთვის ემზადებიან

976651
ისლამური ქვეყნები ისრაელის პროდუქციის ბოიკოტისთვის ემზადებიან

ისლამური ქვეყნები თურქეთის ინიციატივით ისრაელის პროდუქციის ბოიკოტისთვის ემზადებიან.

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 20 მაისს ბოსნია და ჰერცეგოვინაში თურქებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავში ჟურნალისტებთან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეტა.

ერდოღანმა, 14 მაისს აშშ-ს მიერ იერუსალიმში საელჩოს გახსნის მშვიდობიანი გზით პროტესტის დროს ებრაელი სამხედროების მხრიდან პალესტინელების მკვლელობის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

კითხვაზე „სტამბოლის ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდგომ ისრაელის სანქციების, ბოიკოტისა და იზოლაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება თუ არა?“ ერდოღანმა აღნიშნა: „ამ საკითხზე ითო-მ მათი პროდუქციის ბოიკოტირებისათვის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება მივიღეთ. იმედი მაქვს, რომ ითო-ს წევრი ქვეყნები ამ გადაწყვტილების შესაბამისად ბოიკოტს გამოაცხადებენ, შედეგად ისრაელიდან რაიმე პროდუქციის შესყიდვაზეც საუბარი აღარ იქნება.“

ერდოღანმა ასევე განაცხადა: „თურქეთი, ისრაელთან ურთიერთობებს განსაკუთრებით ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებს გადავხედავთ. მოგეხსენებათ, წინ არჩევნები გვაქვს (24 ივნისი), არჩევნების შემდეგ ჩვენც ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადავდგამთ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ითო-მ ისრაელის მხრიდან პალესტინელების მკვლელობის საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვტილება მიიღო და დაამატა: „მაგრამ ამგვარი კომისიის შექმნაზე მეტად, ისე როგორც კოსოვოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაშია იქ გაეროს სამშვიდობო ძალების შექმნის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება მივიღეთ. ვფიქრობთ, რომ ეს შემაკავებელი და ისრაელის მიერ გაეროს ძალებისთვის ტყვიის სროლა ადვილი არ იქნება.“

განცხადებაში ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩრდილო-დასავლეთ სირიისთვის დახმარების შეწყვეტის განცხადება, თანმიმდევრული არ არის და დაამატა: „ჩრდილო-დასავლეთ სირიაში აშშ-ს რა დახმარება არის? ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ისედაც რუსეთია. ეს არც თუ თანმიმდევრული განცხადებაა. აშშ უფრო მენბიჯის მხარეზეა. ამჟამად აშშ-ს აქ დახმარება (სეპარატისტული ტერორგანიზაცია pkk-ს განშტოება) PYD/YPG-სთვის იარაღის და  საბრძოლო მასალის მიწოდება წარმოადგენს. აშშ იქ ჰუმანიტარულ დახმარებას არ ეწევა. ასევე იდლიბში, დუმაში, აშშ არ არის. იქ ყველა რეგიონში აფრინის ჩათვლით ამჟამად რუსეთთან ერთად ჩვენს მიერ  სამუშაოები ტარდება.“


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ბოიკოტი , #ითო

მსგავსი ინფორმაციები