თურქეთში ხალიჩების ექსპორტი იზრდება

ამჟამად იგი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას

919498
თურქეთში ხალიჩების ექსპორტი იზრდება

 

თურქეთში, ხალიჩების ექსპორტი წლითიწლობით იზრდება და უკვე მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

2017 წლის მონაცემებით, თურქეთის ხალიჩის ექსპორტიორებმა, მსოფლიოში 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების ხალიჩა გაიტანეს, რითაც უკან ჩამოიტოვა მსოფლიოს ისეთი  გიგანტური ხალიჩის მწარმოებლები და ექსპორტიორები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი და ბელგია.

მიმდინარე წლის 2 ორი თვის მონაცემებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა ექსპორტი და  სექტორის წარმომადგენლებმა, ევროპული, ამერიკული და ახლო აღმოსავლური ბაზრის შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებს დაადგეს თვალი.

უახლოეს მომავალში თურქეთის ხალიჩების ექსპორტიორები საგამოფენო დარბაზების გახსნას აპირებენ მაკედონიაში, კოსოვოში, ალბანეთში, მაროკოში, ტუნისში და ალჟირში



მსგავსი ინფორმაციები