თურქეთის ტურიზმის სექტორი ისევ იზრდება

დღეის მონაცემებით, ქუშადასის სასტუმროების 60% შევსებულია

918434
თურქეთის ტურიზმის სექტორი ისევ იზრდება

თურქეთის ტურიზმის სექტორი ისევ იზრდება.

აიდინის ქუშადასის სასტუმროებში, რომლებსაც უპირატესობას უმთავრესად ჰოლანდიელი, ბელგიელი და პოლონელი ტურისტების ანიჭებენ, ინგლისელმა და გერმანელმა ტურისტებმაც დაიწყებს ადგილების დაჯავშნა.

დღეის მონაცემებით, ქუშადასის სასტუმროების 60% შევსებულია.

ქუშადასის სასტუმროების გაერთიანების თავმჯდომარის ტაჯედინ ოზდენის განცხადებით, განსაკუთრებით ინგლისიდან და გერმანიიდან წამოსული ვადამდელი დაჯავშნები იმედის მომცემია.  

ოზდენმა ასევე განაცხადა: „გასულ წელთან შედარებით ვადამდელი დაჯავშნები 50-60 %-ით გაიზარდა. ასეთივე სისწრაფით გრძელდება. თითქმის ყველა ბაზარზე ზრდა შეიმჩნევა. განსაკუთრებით ინგლისის ბაზარზე 100%-მდე ზრდაა. ამასთან ერთად სწრაფად იზრდება გერმანიის ბაზარიც. ამ რეგიონში მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რუსეთის და უკრაინის ბაზარი, ზრდა აქაც ფიქსირდება. გასულ წელში დაახლოებით 450 ათასი ტურისტი ჩამოვიდა, წელს ვფიქრობთ, რომ 600 ათასს მიაღწევს.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ტურიზმი , #სექტორი

მსგავსი ინფორმაციები