ორგანული საკვები პროდუქტების ექსპორტი იზრდება

ასეთი პროდუქტი თურქეთს 68 ქვეყანაში გააქვს

895384
ორგანული საკვები პროდუქტების ექსპორტი იზრდება

 

თურქეთში, ორგანული საკვები პროდუქტების ექსპორტი 2017 წელს, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით  გაიზარდა და 87 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს თურქეთი ორგანული საკვები პროდუქტებს მსოფლიოს  68 ქვეყანაში აგზავნის. მოკლედ, 2017 წელს თურქეთმა უცხოეთში 21 ათასი ტონა ორგანული საკვები გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ყველაზე მეტად თურქეთმა უცხოეთში ქიშმიში, გამხმარი ლეღვი, თხილი და გამხმარი გარგარი გაიტანა. თურქეთის ორგანული სექტორი 2023 წლისთვის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტს ისახავს მიზნად. ყველაზე მეტი ორგანული საკვები თურქეთს გერმანიაში, აშშ-ში და საფრანგეთში გააქვს



მსგავსი ინფორმაციები