ესპანეთმა UNRWA-ს 2 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო

ესპანეთმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 2 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო

871296
ესპანეთმა UNRWA-ს 2 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო

ესპანეთმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს (UNRWA) 2 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო.

სააგენტოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ესპანეთის მთავრობამ, ესპანეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შუამავლობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაცვის, სამედიცინო, დახმარებისა და სოციალური მომსახურების სფეროებში გამოსაყენებლად 2 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო.“

განცხადების მიხედვით, აღნიშნული დახმარება, 5,3 მილიონზე მეტ პალესტინელ ლტოლვილსა და გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მოღვაწეობის რეგიონებში 500 ათასზე მეტი ბავშვის განათლებას მოხმარდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მონაცემებით, ესპანეთის მიერ 2007 წლიდან დღემდე სააგენტოსთვის გაწეულმა დახმარებამ 94,4, მილიონ ევროს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #ესპანეთი , #გაერო , #დახმარება

მსგავსი ინფორმაციები