ჯანეტ იელენი გადადგომისათვის მზად არის

ამის თაობაზე მან ტრამპს წერილი გაუგზავნა

851946
ჯანეტ იელენი გადადგომისათვის მზად არის

 

აშშ-ს ცენტრალური ბანკის (Fed) თავჯდომარემ ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ როგორც კი მისი მემკვიდრე ამ პოსტზე ჯერომე პოელი დაიწყებს თავისი მოვალეობის შესრულებას, იგი უმალ დასტოვებს Fed-ის მმართველთა საბჭოს. მან გადადგომის შესახებ წერილი უკვე წარუდგინა დონალდ ტრამპს, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი მთელი 30 წლის განმავლობაში უანგაროდ ემსახურა ცენტრალურ ბანკს, რის გამოც დიდ სიამაყეს და პატივს განიცდის.

როგორც ცნობილია, ამ თვის დასაწყისში ტრამპმა იელენის ადგილზე, რომელიც ამ ბანკს 2014 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, ამავე ბანკის მმართველთა საბჭოს წევრის, ჯერომე პოუელის კანდიდატურა დაასახელა   



მსგავსი ინფორმაციები