მეორე კვარტალში ტურიზმიდან მოგება გაიზარდა

საერთო მოგებამ 5,5 მილიარდ დოლარს მიაღწია

780702
მეორე კვარტალში ტურიზმიდან მოგება გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორში მეორე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მოგებამ ამ სფეროში 8,7%-ით მოიმატა რა, 5,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამავე ცნობით ამ თანხიდან, (მობილური ტელეფონის როუმინგის და საიახტო მომსახურებების ხარჯების გარდა) 81,3% უცხოელ ტურისტების დანახარჯებზე, 18,7% კი უცხოეთში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებზე მოდის.

“ხსენებული თანხიდან 4,4 მილიარდი დოლარი ტურისტების პირადულ ხარჯებში შედის, ხოლო 970 მილიონი დოლარი კი საგზურების პაკეტებზე მოდის, ასე რომ, თითოეულ ტურისტზე საერთო დანახარჯი 611 დოლარს შეადგენს, აქედან 611 დოლარი უცხოელ ტურისტებზე, 845 დოლარი კი უცხოეთში მცხოვრებ თურქებზე მოდის“, აღნიშნულია თსი-ის ანგარიშში.

მეორე კვარტალში გაიზარდა ასევე თურქეთიდან უცხოეთში გასულ ვიზიტიორთა რაოდენობაც და გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მატებამ 18,3%-ს შეადგინა, რაც ციფრობრივად 8,8 მილიონ კაცს შეადგენს და აქედან 86,6% უცხოელ ტურისტია, 13,4% კი უცხოეთში მცხოვრები თურქია.

12,7%-ით გაიზარდა ასევე უცხოეთში გასულ თურქ ვიზიტიორთა რაოდენობაც და 2,3 მილიონი თურქის საშუალო დანახარჯებმა 604 დოლარი შეადგინა



მსგავსი ინფორმაციები