აზერბაიჯანის ინვესტიცია თურქეთში

აზერბაიჯანის მცირე და მასშტაბური ინვესტიციების საერთო ღირებულება 2020 წლამდე 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

774148
აზერბაიჯანის ინვესტიცია თურქეთში

საგრეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK), ინიციატივით, თურქეთში მოქმედი აზერბაიჯანელი საქმოსანი მეწარმეების მეექვსე საქმიან სადილს შეუერთდნენ, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK), თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი სელჯუკ აქათი, ევროპაში აზერბაიჯანის საზოგადოების (The European Azerbaijan Society) (TEAS) თურქეთის დირექტორი რენა რზაევა და  ბანკ „PASHA“-ს გენერალური მენეჯერი ჯენკ ეინეჰანი.

 ღონისძიებაში მონაწილე სელჯუკ აქათმა აღნიშნა, რომ 2000 წელში აზერბაიჯან-თურქეთის სავაჭრო მოცულობა 326 მილიონ დოლარს წარმოადგენდა. 2006 წელში მიაღწია მილიარდ 35 მილიონ დოლარს. 2013 წელში კი, 3 მილიარდ 300 მილიონ დოლარს. 2016 წელში ეს რიცხვი გაუტოლდა მილიარდ 600 მილიონ დოლარს. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში გახდა 650 მილიონი დოლარი.

აქათის ცნობით, იგი არ ასახავს რეალურ პოტენციალს, თუმცა საკმარისი მტკიცებულებაა ორ სახელმწიფოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის. როგორც აზერბაიჯანშია თურქული ინვესტიციები, ისე აზერბაიჯანული ინვესტიციებია დღეს თურქეთში. აზერბაიჯანის მცირე და მასშტაბური ინვესტიციების საერთო ღირებულება 2020 წლამდე 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სოკარს.  იზმირის ალიაღაში არის სოკარის 17 მილიარდი დოლარის ინვესტიცია-თქვა აქათმა.

TEAS-ის თურქეთის დირექტორმა რზაევამ კი, აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობენ იმაზე, რათა ყურადღება გაამახვილონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე.  აზერბაიჯანს ყველა ნავთობის ქვეყნად მიიჩნევს, მაგრამ აზერბაიჯანს დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის.

გამოთქვა იმედი, რომ DEİK-ის მხარდაჭერით, უფრო გააძლიერებენ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკას.



მსგავსი ინფორმაციები