BOTAŞ-ი და GAZPROM-ი შეთანხმდნენ

BOTAŞ-ი და GAZPROM-ი შეთანხმდნენ

768258
BOTAŞ-ი და GAZPROM-ი შეთანხმდნენ

თურქულ ნაკადთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ თურქული კომპანიის BOTAŞ-ის გენერალურმა დირექტორმა, ბურჰან ოზჯანმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-თან მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა. მისი თქმით, თურქული ნაკადის, თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი ნაწილის დაფინანსების საკითხში, რუსულ კომპანია GAZPROM-თან შეთანხმებას მიაღწიეს. რუსული ბუნებრივი გაზი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდებოდა, მაგრამ, რუსეთ-უკრაინას შორის 2014 წელს შექმნილი დაძაბულობის გამო ახალი ალტერნატივა, თურქული ნაკადი დადგა დღის წესრიგში. თურქული ნაკადის მეშვეობით რუსული გაზი შავი ზღვიდან თურქეთის და  საბერძნეთის გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს.


საკვანძო სიტყვები: #BOTAŞ , #GAZPROM , #შეთანხმება , #თურქული ნაკადი

მსგავსი ინფორმაციები