მოსკოვმაც გაუგრძელა სანქციები დასავლეთს

ემბარგო 2018 წლის 31 დეკემბრამდის გაგრძელდა

765087
მოსკოვმაც გაუგრძელა სანქციები დასავლეთს

 

რუსეთის მთავრობის ინტერნეტ გვერდის ცნობით, პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირისათვის მოსკოვის მხრიდან დაწესებული სანქციების გაგრძელებას ითვალისწინებს. ეს სანქციები ეხება რუსული სურსათისა და ნედლეულის ექსპორტის აკრძალვის გაგრძელებას ხსენებულ ქვეყნებში. დასავლეთისადმი რუსეთის მხრიდან დაწესებულ ემბარგოს  ვადა 2018 წლის 1 იანვარს უთავდებოდა და მედვედევის ამ განკარგულებით ემბარგო 2018 წლის 31 დეკემბრამდის გაგრძელდა. როგორც ცნობილია 2014 წელს ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო ემბარგო დაუწესა და ამის საპასუხოდ რუსეთმაც მათ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო



მსგავსი ინფორმაციები