თავდაცვის მრეწველობამ ბრუნვა გაზარდა

2016 წელს მან 12 მილიარდი დოლარის ღირებულების შეკვეთები მიიღო

752551
თავდაცვის მრეწველობამ ბრუნვა გაზარდა

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის ცნობით, თავდაცვის მრეწველობის წლიური ბრუნვა 2015 წელთან შედარებით 21,6%-ით გაიზარდა და 6 მილიარდ დოლარამდის მიაღწია.

ამავე ცნობით, ამ სექტორმა 2016 წელს 12 მილიარდი დოლარის ღირებულების შეკვეთები მიიღო, რითაც გაიზარდა პერფორმანსიც და დასაქმებაც.

ყველაზე მეტი შეკვეთები მიიღეს სამხედრო სახმელეთო (5,9 მილიარდი დოლარი) და საჰაერო პლატფორმებზე (3,4 მილიარდი), ხოლო სამხედრო იარაღებსა და მასალებზე, ასევე რაკეტებზე 1,8 მილიარდი დოლარი.

ამ შეკვეთების უმრავლესობა ქვეყნის შიდა მოთხოვნებზე მოდის



მსგავსი ინფორმაციები