Sberbank-ი კადრებს შეამცირებს

2025 წლამდე 45 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებენ

742430
Sberbank-ი კადრებს შეამცირებს

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ “Rossiya 24“-სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის და მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი ბანკის, Sberbank-ის ხელმძღვანელმა ჰერმან გრეფმა განაცხადა, რომ ამჟამად მთელს მსოფლიოში მოქმედ მათი ბანკის ფილიალებში 325 ათასი თანამშრომელი მუშაობს, მაგრამ, შემცირების პოლიტიკის ფარგლებში მათ რაოდენობას 2025 წლამდე 280 ათასამდე დაიყვანენ, ე.ი.  45 ათას თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. მისივე თქმით ამ შემცირების მიუხედავად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კი დასაქმებას გაზრდიან. სბერბანკი თურქეთში მოქმედი DenizBank-ის მფლობელიცაა. რუსეთის უკრაინისადმი წარმოებული აგრესიული პოლიტიკის გამო დასავლეთს სბერბანკისადმი სანქციები აქვს დაწესებული  



მსგავსი ინფორმაციები