საერთაშორისო მოვალეობა ჩეთინკაიას

ჩეთინკაია, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს თანა თავჯდომარე გახდა

733315
საერთაშორისო მოვალეობა ჩეთინკაიას

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის (CBRT) თავჯდომარე მურათ ჩეთინკაია,   G20-ების მხრიდან დაფუძნებული ფინანსური სტაბილურობის  საბჭოს (FSB) ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს თანა თავჯდომარე გახდა.  

ფინანსური სტაბილურობის  საბჭოს (FSB)  განცხადებით, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფი, გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მასპინძლობით, შეიკრიბა აბუ დაბიში. დღის წესრიგში ჩააყენეს საბანკო სისტემის პრობლემები, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების რეგიონზე პოტენციური ზემოქმედება, საკორესპონდენტო საბანკო სისტემა და რეგიონული ფინანსური სტაბილურობის საკითხი.

შეკრებაზე, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს თანა თავჯდომარეობა, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის თავჯდომარის აჰმედ ალკჰოლიფეისგან, გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მურად ჩეთინკაიას.  იგი ამ მოვალეობას შეასრულებს 2017 წლის 30 ივნისიდან.

კატარის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი შეიხ აბდულლა ბინ საუდ ალ თჰანი კი, დაინიშნა ფინანსური სტაბილურობის  საბჭოს არაწევრი სახელმწიფოების თანა თავჯდომარედ.



მსგავსი ინფორმაციები