"Gazelle"-ს მონტაჟი თურქეთშიც მოხდება
წელიწადში 500 ცალი რუსული ავტომობილი გამოიშვება

რუსეთის საავტომობილო ფირმა GAZ-ი ახლიდან დაუბრუნდა თურქეთის ბაზარს.
როგორც განაცხადა მოსკოვში გამართულ საავტომობილო მრეწველობის გამოფენაზე ამ რუსული ფირმის ხელმძღვანელმა ვადიმ სოროკინმა, მათმა საწარმომ ახლიდან განაახლა მუშაობა თურქეთში და ამ მიზნით გაზის ქარხნის მაღალკვალიფიციური კადრები მიავლინეს თურქეთში რა, უახლოეს ხანებში დაიწყებენ "Gazelle"-ს მარკის ავტომობილების წარმოებას.
მისივე თქმით თურქეთის ქარხანაში პირველ ეტაპზე წელიწადში 500 გაზელის მონტაჟს მოახდენენ, ხოლო მომდევნო წლებში ამ მაჩვენებელს გაზრდიან.
2012 წელს რუსეთის GAZ-ის ჯგუფმა და თურქეთის Mersa Otomotiv-ის ფირმამ კონტრაქტი დადეს GAZ-ის მარკის მსუბუქი კომერციული ავტომობილის თურქეთში მონტაჟზე და რეალიზაციაზე
მსგავსი ინფორმაციები

ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ წელს 3 მილიონ 405 ათასს გადააჭარბა
ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ წელს 3 მილიონ 405 ათასს გადააჭარბა