რუსეთის პარლამენტმა “თურქული ნაკადი“ დაამტკიცა

ამ გაზსადენით თურქეთი და ევროპა იქნება უზრუნველყოფილი

663398
რუსეთის პარლამენტმა “თურქული ნაკადი“ დაამტკიცა

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციათა საბჭომ დაამტკიცა 2016 წელს სტამბოლში რუსეთ-თურქეთის მთავრობებს შორის ხელმოწერილი გაზსადენის პროექტი სახელწოდებით “თურქული ნაკადი“, რომლითაც რუსული გაზი სამხრეთ ევროპაში იქნება ტრანსპორტირებული.

ამ პროექტის ფარგლებში თურქეთში ორი გაზსადენი აშენდება და ერთი ქვეყნის შიდა მოხმარებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორეთი სამხრეთ ევროპა იქნება უზრუნველყოფილი რა, ორივეს წლიური წარმადობა 15,75 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

ეს პროექტი თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა 2 დეკემბერს დაამტკიცა, 5 დეკემბერს მას ერდოღანმა მოაწერა ხელი, ხოლო 6 დეკემბერს ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

ორივე მილსადენის ექსპლოატაციაში გადაცემა 2019 წლისათვისაა დაგეგმილი



მსგავსი ინფორმაციები