ლუფთანზას პილოტები მორიგი გაფიცვებისთვის ემზადებიან

ისინი ხვალ და ზეგ სამუშაოზე არ გავლენ

619297
ლუფთანზას პილოტები მორიგი გაფიცვებისთვის ემზადებიან

გერმანული ავიაკომპანია ლუფთანზას პილოტები მორიგი გაფიცვებისთვის ემზადებიან. ისინი ხვალ და ზეგ სამუშაოზე არ გავლენ, ამიტომაც ხვალინდელი და ზეგინდელი გაფიცვები ქვეყნის შიგნითა და საზღვარგარეთის რეისებზე შეფერხებებს გამოიწვევს. 

გერმანული პილოტთა პროფკავშირ Cockpit-ის განცხადებით, მათ მიერ ლუფთანზას წარმომადგენლებთან წარმოებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა რა. მიზეზად დამსაქმებლის შეთავაზების მიუღებლობა დასახელდა. 

აღნიშნულ ავიაკომპანიაში გასულ კვირას მომხდარი გაფიცვების შედეგად 2755 ფრენა გაუქმდა, რამაც 345 ათას მგზავრზე უარყოფითად იმოქმედა. პროფკავშირ Cockpit-ის განცხადებით, პილოტები წლიური ხელფასის  3,66 პროცენტის გაზრდას ითხოვენ, რაც ხუთ წელიწადში ხელფასის 22 პროცენტით გაზრდას ნიშნავს. ლუფთანზა კი პილოტებს ხელფასის წლიურად მხოლოდ 2,5 პროცენტით გაზრდას სთავაზობს.



მსგავსი ინფორმაციები