თურქი მინისტრი იმედიანად არის განწყობილი

მან უცხოელი ინვესტორები მიიწვია

538905
თურქი მინისტრი იმედიანად არის განწყობილი

როგორც განაცხადა მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიის მინისტრმა ფარუქ ოზლუმ, ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს მიერ  15 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის მეორე დღესვე, ე.ი. 16 ივლისს, დილიდანვე უკვე ქვეყანა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა, ისე რომ, თითქოს იმ დღეს პუტჩის მცდელობა არც კი ყოფილიყოს.

მან ეს სიტყვები ჩანაქკალეს რაიონში სამრეწველო ობიექტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა და იქვე თურქ და უცხოელ ინვესტორებს კაპიტალდაბანდებების გაზრდისაკენ მოუწოდათ.

მისივე თქმით მრეწველობაში დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებენ, ხოლო მის პარალელურად ყველა იმ დაბრკოლებებსაც მოხსნიან, რომელსაც აწყდებიან აქ უცხოური ინვესტორები.

“ჩვენ ერთის მხრივ ეკონომიკას გავაძლიერებთ, ხოლო მეორეს მხრივ უფრო განვამტკიცებთ დემოკრატიულ უფლებებს, თორემ სხვანაირად წინ ვერ წავიწევით“, განაცხადა მინისტრმა.

ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას ოზლუმ თქვა, რომ ასეთივე მდგომარეობებია საფრანგეთსა და ბელგიაში, მაგრამ, დასავლეთი ამას ვერ ხედავს და მხოლოდ თურქეთს სთხოვს მის გაუქმებას, როცა ანკარა პკკ-ას და დეაშის გარდა ახლა ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციასაც ებრძვის.

ბოლოს მან უცხოელ ინვესტორებს კიდევ ერთხელ მოუწოდათ, არ მოერიდონ ინვესტიციების ჩადებას თურქეთის ეკონომიკაში, რადგან, მას უკეთესი მომავალი აქვს და უახლოეს პერიოდში თურქეთი პუტჩის ნარჩენებს მოხვეტავს რა, სწრაფი ტემპით გააგრძელებს ეკონომიკურ წინსვლას



მსგავსი ინფორმაციები