საავტომობილო ინდუსტრიამ მაისში ბოლო 3 წლის თვიური ბაზის ყველაზე მაღალი ექსპორტი განახორციელა

თურქეთის ექსპორტის ლიდერმა საავტომობილო ინდუსტრიამ მაისში ბოლო 3 წლის თვიური ბაზის ყველაზე მაღალი ექსპორტი განახორციელა

504864
საავტომობილო ინდუსტრიამ მაისში ბოლო 3 წლის თვიური ბაზის ყველაზე მაღალი ექსპორტი განახორციელა

თურქეთის ექსპორტის ლიდერმა საავტომობილო ინდუსტრიამ მაისში ბოლო 3 წლის თვიური ბაზის ყველაზე მაღალი ექსპორტი განახორციელა.

ავტომობილების ექსპორტი მაისის თვეში გასული წლის ამავე თვესთან შედარებით 34%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

სექტორის ყველაზე დიდ ბაზარზე, გერმანიაში, ექსპორტი 24%-ით გაიზარდა, იტალიაში 98%-მდე და საფრანგეთში 76%-მდე ავიდა. ამ ქვეყნებში ექსპორტის პერფორმანსზე გავლენა მსუბუქი ავტომობილებისა და ტვირთმზიდი ავტომობილების 200%-მდე ზრდამ მოახდინა.

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი, რომელზეც ბაზრის 78% მოდის, მაისში 43 %-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 564 მილიონ დოლარს მიაწია.



მსგავსი ინფორმაციები