მსოფლიო ბანკი

"ჯანდაცვის სიტემის განმტკიცების და მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა თურქეთს.

391290
მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი, „ჯანდაცვის სიტემის განმტკიცების და მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში 120 მილიონი ევროს მხარდაჭერას აღმოუჩენს თურქეთს.
პროექტი ითვალისწინებს ზოგიერთი არა ინფექციური დაავადებებისთვის შეფერხების შექმნას, საჯარო საავადმყოფოების მუშაობის ნაყოფიერების გაზრდას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმოების მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში კრედიტის ვადა, 5 წლიანი შეღავათიანის გარეშე, დასრულდება ათ წელიწად ნახევარში.
მსოფლიო ბანკის თურქეთის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ილლანგოვან პატჩამუთუს განცხადებით, თურქეთისთვის, რომლის ჯანდაცვის მომსახურება ყველა ფენას მოიცავს და საუკეთესოდ ხდება მისი მართვა, ხდება არა ინფექციური დაავადებების გაზრდა რაც მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება. პროექტი მიზნად ისახავს ამ პრობლემის აღმოფხვრას.
მსოფლიო ბანკს, ადრეც, სხვადასხვა სესხებით მხარდაჭერა აღმოუჩენია თურქეთის 2003 წლიდან დაწყებული „ჯანდაცვაში ტრანსფორმაციის პროგრამისთვის“.
ბანკის ანალიზებით, თურქეთი, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების სფეროში, სამაგალითო და შთაგონების წყაროა სხვა სახელმწიფოებისთვის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები