თეირანს ესპანელი მინისტრი სტუმრობს

ესპანეთი მონაწილეობას მიიღებს LNG-ს ევროპაში ტრანსპორტირებაში

375897
თეირანს ესპანელი მინისტრი სტუმრობს


ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით ამ ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ბეჟან ნამდარ ზენგენემ ესპანეთის მრეწველობის, ენერგეტიკის და ტურიზმის მინისტრი ხოსე მანუელ სორია ლოპეზი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს.

მასზე ლოპეზმა განაცხადა, რომ თეირანთან მიღწეული შეთანხმებით ესპანეთი მონაწილეობას მიიღებს ირანის სამხრეთში მდებარე პარსის რეგიონში ამოღებული ბუნებრივ გაზის ჯერ გათხევადებაში (LNG) და შემდეგ მის ევროპაში ტრანსპორტირებაში.

ზენგენეს თქმით ოფიციალური ირანი დადებითად უყურებს ესპანეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები