ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი რეზერვი აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი რეზერვი აღმოაჩინეს

372477
ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი რეზერვი აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი რეზერვი აღმოაჩინეს.

ეგვიპტის სახმელეთო წყლებში ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის დღემდე ყველაზე დიდი რეზერვი აღმოაჩინეს. ერთ-ერთმა იტალიურმა ენერგო ფირმამ 100 კვადრატულ კილომეტრზე 850 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვი აღმოაჩინა.

შურუკის რეგიონში არსებული რეზერვი ხმელეთიდან 190 კილომეტრითაა დაშორებული და 1450 მეტრის სიღრმეშია.

ბუნებრივ აირს უპირველეს ყოვლისა ეგვიპტის ენერგიის შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ქვეყნის გარე დამოკიდებულების დიდ წილად შესამცირებლად გამოიყენებენ.

ცნობისათვის, გასული მარტის თვეში ინგლისური ენერგო კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტეში ბუნებრივი აირის სამძებრო სამუშაოებისათვის 12 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის რეზერვები 2010 წელშიც იქნა აღმოჩენილი ისრაელის სახმელეთო წყლებში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები