რუსეთმა თურქეთს ბუნებრივი გაზის ფასი დაუწია

შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი

311015
რუსეთმა თურქეთს ბუნებრივი გაზის ფასი დაუწია


როგორც განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა, ანკარასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმებას მიაღწიეს თურქეთისათვის მისასყიდი ბუნებრივი აირის ფასის 10,25%-ით შემცირებაზე და ამის შესახებ მალე რუსული “გაზპრომი“ და თურქული “ბოტაში“ შესაბამის კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

ამ შეუთანხმებლობის გამო კარგა ხანია რაც რუსული გაზის ევროპაში თურქეთზე გავლით ტრანსპორტირების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული და არც წინა მოსამზადებელი სამუშაოები იწყებოდა.

ფასის შესახებ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ხსენებული გაზსადენის შეთანხმებაც დაიდება და დაიწყება მილების შავ ზღვაში ჩალაგება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები