სსფ-მა საბერძნეთთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

სსფ-ს განცხადებით საბერძნეთის დავალიანების სტაბილურობისათვის საჭიროა სათანადო რეფორმების გატარება

330922
სსფ-მა საბერძნეთთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

სსფ-მა საბერძნეთთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სსფ-ს განცხადებით საბერძნეთის დავალიანების სტაბილურობისათვის საჭიროა სათანადო რეფორმების გატარება და ევროპელ პარტნიორებს ქვეყნისათვის გამოყოფილი კრედიტების ვადის 20 წლით გადავადების წინადადება შესთავაზა.

სსფ-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საბერძნეთს მომდევნო 3 წელიწადში 50 მილიარდი ევროს დაფინანსება დასჭირდება და სტრუქტურული რეფორმების გაუტარებლობის შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნის დავალიანების ერთი ნაწილის ჩამოწერა გახდეს საჭირო.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მაღალი დავალიანება ბოლო პერიოდში პოლიტიკის ცვლილებების გამო „არასტაბილური“ გახდა.

სსფ-ს მეირ ანგარიში ქვეყნის მიერ 30 ივნისს დავალიანების გადახდის დაგვიანებამდე და კაპიტალის კონტროლის დაწყებამდეა მომზადებული.

საბერძნეთმა სსფ-სათვის 1,5 მილიარდი ევროს დავალიანების ვერ გადახდით მეშვიდედ დაუშვა დეფოლტი და პირველი განვითარებული ქვეყანა გახდა, რომელმაც დავალიანება დროულად ვერ გადაიხადა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები