ევრო ზონელები ათენის კრედიტის და ვალების საკითხს განიხილავენ

საბოლოო დადგენილებას ხუთშაბათს გამოიტანენ

314963
ევრო ზონელები ათენის კრედიტის და ვალების საკითხს განიხილავენ


ევროზონის ლიდერები და ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში საბერძნეთის დღის წესრიგით გუშინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და განიხილეს კრედიტორების მხრიდან ათენისადმი ფინანსური დახმარებისა და მის ფარგლებში საბერძნეთის მხრიდან წარდგენილი ახალი ეკონომიკური პაკეტის პროექტი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავცელებულ განცხადებაში ევროსაბჭოს თავჯდომარემ დონალდ ტუსკმა თქვა, რომ შეხვედრაზე გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს და მისი დეტალურად განხილვის მიზნით ევროზონის ფინანსთა მინისტრები ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან რა, აქ მიღებულ კონკრეტულ დადგენილებებს ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათის სამიტზე განიხილავენ.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით ათენი არ არის ვალდებული ვალების დიდი ნაწილი ამ ახლო ხანებში გადაიხადოს, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის განცხადებით კი მათ არ სურთ საბერძნეთის გასვლა ევროზონიდან.

თვით საბერძნეთში კი გრძელდება ანტი სამთავრობო გამოსვლები და დემონსტრანტებს შეტაკება მოუხდათ რა პოლიციასთან, ამ უკანასკნელებმა რამდენიმე პირი დააკავეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები