აშშ-ი პროცენტის განაკვეთი

ეკონომიკის გაუმჯობესების შემთხვევაში წელს მოხდება საპროცენტო განაკვეთების გაზრდა.

285675
აშშ-ი პროცენტის განაკვეთი

აშშ-ის ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტის ჯანეტ ელენის განცხადებით, ეკონომიკის გაუმჯობესების შემთხვევაში წელს მოახდენენ საპროცენტო განაკვეთების გაზრდას.
კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდისთვის საჭიროა როგორც შრომის ბაზრის გაუმჯობესება, ისე ინფლაციის მიზნობრივ დონემდე ასვლა.
თუ ეკონომიკა მოსალოდნელის მსგავსად განვითარდება ვფიქრობთ, რომ საპროცენტო განაკვეთის პირველ ნაბიჯს წელს გადავდგამთ, აღნიშნა მან და დაამატა, რომ შესაძლებელი იქნება მონეტარული პოლიტიკის ნორმალურ მდგომარეობაზე დაბრუნებაც.
მისივე განცხადებით, ამერიკის ეკონომიკაში ჯერაც არსებული წარუმატებლობის მიზეზია ის, რომ ისევ ბევრია უმუშევართა რაოდენობა, არ არის საჭირო დონეზე უძრავი ქონების და ინვესტიციის ბაზარი.
აშშ-ის საპროცენტო განაკვეთი 2008 წლიდან 0 %-ზეა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები