"თურქული ნაკადის ზღვაში მშენებლობა იწყება"

ამის შესახებ მილლერმა განაცხადა

268629
"თურქული ნაკადის ზღვაში მშენებლობა იწყება"


გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ ალექსეი მილლერმა ინტერვიუ მისცა რუსულ ტელეარხ “Rossiya 24“-ს და თქვა, რომ უკვე მიიღეს დადგენილება ე.წ. თურქული ნაკადის იმ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისა, რომელიც შავ ზღვაში გადის.

როგორც ცნობილია გასული წლის 1 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ანკარაში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლითაც რუსული გაზი ევროპის ქვეყნებში ბულგარეთის მაგივრად თურქეთზე გავლით იქნება ტრანსპორტირებული.

ამ გაზსადენის ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ მისი სიმძლავრე წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი იქნება რა, აქედან 47 მილიარდი ევროპას მიეწოდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები