თურქეთ-საქართველოს შორის ენერგო თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულებ

თურქეთ-საქართველოს შორის ენერგო თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

232431
თურქეთ-საქართველოს შორის ენერგო თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულებ

9 აპრილს, ქალაქ სტამბოლში თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა და საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ენერგო სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება“ გააფორმეს.

ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთი განსაკუთრებით ენერგო სექტორში სჭირდებათ და დაამატა: „როდესაც საქართველოს სჭირდება ენერგია ჩვენ ვეხმარებით და როდესაც ჩვენ გვჭირდება, საქართველო გვეხმარება“. მისვე თქმით, საქართველოსთან უმაღლესი დონის სტრატეგიულმა კავშირებმა მრავალი ერთობლივი პროქტის შექმნა გამოიწვია და ერთ-ერთი მათგანი ტანაპი გახლავთ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ორ ერს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მთავრობამ ზად არის ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად ყველაფერი გააკეთოს.

ხელმოწერილი ენერგო თანამშრომლობის ხელშეკრულების შინაარსის შესახებ კალაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი ახალი გადამცემი ხაზის პროექტი გახლავთ და ჩასატარებელი სამუშაოებით არსებული ელექტრო ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები