აჰმედ დავუთოღლუ ნიუ-იორკში ამერიკის ცნობილი საფინანსო ორგანიზაცი

გუშინ აშშ-ში გამგზავრებული თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ნიუ-იორკში ამერიკის ცნობილი საფინანსო ორგანიზაცია Goldman Sachs-ის ინვესტორებს შეხვდა

249414
აჰმედ დავუთოღლუ ნიუ-იორკში ამერიკის ცნობილი საფინანსო ორგანიზაცი

ოფიციალური შეხვედრების ჩასატარებლად გუშინ აშშ-ში გამგზავრებული თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ნიუ-იორკში ამერიკის ცნობილი საფინანსო ორგანიზაცია Goldman Sachs-ის ინვესტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი რეგიონში სტაბილურობის კუნძულია და ინვესტორებს თურქეთში ინვესტიციების დაბანდებისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში სტამბოლი უფრო მეტ მნიშვნელობას მოიპოვებს გლობალურ ეკონომიკაში.

მან ასევე ისაუბრა შერიგების პროცესზე და ყურადღება გაამახვილა ნდობის გაზრდის გავლენაზე ეკონომიკასა და დემოკრატიაზე.

შეკრების შემდეგ თურქეთის პრემიერმა პირისპირი შეხვედრები გამართა საქმოსნებთან, ვახშამზე კი Citibank-ის ინვესტორებს უმასპინძლა.

აჰმედ დავუთოღლუმ შეხვედრა გამართა თურქეთ-ამერიკული ასოციაციების წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრას ვიცეპრემიერი ალი ბაბაჯანი და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექიც ესწრებოდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები