საბერძნეთის მთავრობამ ევროზონის შეკრებაზე მკაცრ და რთულ მოლაპარა

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობამ ევროზონის შეკრებაზე მკაცრ და რთულ მოლაპარაკებებზე მთავარ მიზანს მიაღწია

227453
საბერძნეთის მთავრობამ ევროზონის შეკრებაზე მკაცრ და რთულ მოლაპარა

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობამ ევროზონის შეკრებაზე მკაცრ და რთულ მოლაპარაკებებზე მთავარ მიზანს მიაღწია.

ციპრასმა საბერძნეთის სატელევიზიო არხებით მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საბერძნეთმა ევროზონის შეხვედრაზე სიმტკიცე გამოიჩინა, რითაც ომი მოიგო, თუმცა ბრძოლას ისევ აგრძელებენ.

ციპრასის თქმით, საბერძნეთს კიდევ აქვს გასავლელი „რთული და გრძელი გზა“.

საბერძნეთის პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური რეფორმები, მემორანდუმები და ტროიკა უკან მოიტოვეს, მტკიცე ნაბიჯები გადადგეს და დაამატა, რომ „ევრო ზონის შიგნით მიმართულების შესაცვლელად მტკიცე ნაბიჯები გადადეს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა“.

ციპრასმა ასევე გაცხადა, რომ მთავრობამ ბერძენი ხალხის მხარდაჭერით ევროზონაში დიდი ბრძოლა გასწია და საბერძნეთის ღირსება შეინარჩუნა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები