Moody's-მა, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა

“რუსეთში უძრაობა გაგრძელდება“

226816
Moody's-მა, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა



საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა და "Baa3"-დან "Ba1" დაიყვანა, ხოლო პროგნოზის ნიშანი კი "ნეგატიური" დასტოვა.

Moody-დან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საკრედიტო რეიტინგის დაკლებაში მთავარი როლი შეასრულეს ნავთობზე ფასების დაცემამ და რუსული რუბლის გაუფასურებამ.

ამავე განცხადებით რუსეთის ასეთი მდგომარეობა არ არის დროებითი და მიმდინარე წელი მთლიანად უძრაობაში ჩაივლის რა, არც 2016 წელს ელიან ქვეყნის ეკონომიკის გამოსწორებას.

Moody's-ზე წინ, კონკრეტულად კი 26 იანვარს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები