რუსეთის საკრედიტო რეიტინგი დაიწია

იგი სამი ბ-დან სამ ბ მინუსში გადაიყვანა

179859
რუსეთის საკრედიტო რეიტინგი დაიწია


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch Ratings“-მა რუსეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დაუწია და ამჟამად არსებულ "BBB"-დან "BBB-"-მინუსში გადაიყვანა, ხოლო საზოგადოებრივი ვალების მდგომარეობა კი ნეგატიურში დასტოვა.

სააგენტოს განცხადებით რეიტინგის შემცირების მთავარი მიზეზები ნავთობზე ფასების დაცემა და რუბლის გაუფასურება გახდა.

“თუ რუსული ფირმების ხელმისაწვდომობა საერთაშორისო კაპიტალში გაიზრდება და ნავთობზე ფასები აიწევა, მაშინ, რუსეთის რეიტინგზე პოზიტიური ცვლილება მოხდება“, აღნიშნულია “Fitch Ratings“-ის განცხადებაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები