თურქეთში ახალი წლის ღამეს 50 მილიონი თურქული ლირა გათამაშდა

ყველაზე იღბლიანი პროვინცია აიდინი აღმოჩნდა

167754
თურქეთში ახალი წლის ღამეს 50 მილიონი თურქული ლირა გათამაშდა

ეროვნული ლატარიის ახალი წლის სპეციალური გათამაშება გუშინ გაიმართა.

ყველაზე იღბლიანი პროვინცია აიდინი აღმოჩნდა, სადაც დიდი საპრიზო თანხა ორმა ადამიანმა გაინაწილა. პრიზი გაინაწილეს ასევე ნიღდესა და ანკარაში გაყიდული ბილეთების მფლობელებმაც.

იმის გამო, რომ 50 მილიონი ლირის საპრიზო თანხა მეოთხედ ბილეთზე გათამაშდა, ოთხი ბილეთიდან თითოეულის მფლობელს 12 მილიონ 500 ათასი თურქული ლირა შეხვდება.

წელს ბილეთებისადმი დაინტერესება დიდი იყო. ეროვნული ლატარიის კომპანიის მიერ დაბეჭდილი 37 მილიონი ბილეთის 94 % გაიყიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს 286 მილიონი ლირის ოდენობის თანხა განაწილდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები