26 წელს გადაცილებულთათვის სამხედრო სამსახური ფასიანი გახდა

შესაბამისი კანონი გუშინ პარლამენტმა მიიღო

143162
26 წელს გადაცილებულთათვის სამხედრო სამსახური ფასიანი გახდა



გუშინ თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა ხმის უმრავლესობით მიიღო კანონ-პროექტი, რომელიც წვევამდელებისათვის სამხედრო სამსახურის ნაცვლად გარკვეული თანხის, კონკრეტულად კი 18 ათასი ლირის საფასურის გადახდას და სამხედრო მოწმობის აღებას ითვალისწინებს.

ამ ახალი კანონით ისარგებლებენ 1988 წლის 1 იანვრის წინ დაბადებულნი, ე.ი. 26 წელს გადაცილებულნი და ხსენებული თანხის გადამხდელნი ყველანაირი სამხედრო მომზადების გაუვლელად მიიღებენ სამხედრო მოწმობას.

ამავე კანონით ისარგებლებენ ის პირებიც და ისინიც აიღებენ ფასიან სამხედრო მოწმობას, რომლებიც ჯანმრთელობის გამო განთავისუფლებულნი იყვნენ სამხედრო სამსახურისგან.

ამ კანონით 10 ათასობით წვევამდელი ისარგებლებს და მიღებულ შემოსავალს მთავრობა თავდაცვის მრეწველობის დასაფინანსებლად გამოიყენებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები