საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის, ოქროსა და რუბლის ფასი სწრაფად ეც

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის, ოქროსა და რუბლის ფასი სწრაფად ეცემა.

210775
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის, ოქროსა და რუბლის ფასი სწრაფად ეც

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის, ოქროსა და რუბლის ფასი სწრაფად ეცემა.

ჩინეთსა და ევროპაში ფაბრიკებში წარმოების დაცემამ ბაზრებზე დეფლაციის შიში გამოიწვია.

ნავთობის ფასმა ბოლო ხუთი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.

გასულ ხუთშაბათს ოპეკის შეხვედრაზე წარმოების შეზღუდვის გადაწყვეტილების მიუღებლობის შემდეგ ნავთობის ფასი 4 დღეში 12%-ით, ბოლო 5 თვეში კი 40%-ით დაეცა.
ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი კი 68 დოლარზე ქვემოთ დაეცა.

ნავთობის ფასების შემცირებაზე ოპეკის შეხვედრასთან ერთად გავლენას ახდენა ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ფაბრიკის წარმოების შემცირება.

ფასების დაცემის მიუხედავად აზიიდან ევროპამდე ფაბრიკებში წარმოების შემცირება, გლობალურ ეკონომიკაში განგაშს იწვევს.

1998 წლის შემდეგ 1 დღეში ყველაზე დიდი გაუფასურება განიცადა რუსულმა რუბლმაც.

რუბლი პარასკევს 8%-ით გაუფასურდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკის ჩარევით რუბლის გაუფასურების გაორმაგება იქნა აღკვეთილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები