ლონდონში ათასობით სტუდენტმა სწავლის მაღალი საფასური გააპროტესტა.

გამოსვლები ლონდონის გარდა სხვა ქალაქებშიც დაიწყო

199226
ლონდონში ათასობით სტუდენტმა სწავლის მაღალი საფასური გააპროტესტა.

ლონდონში ათასობით სტუდენტმა სწავლის მაღალი საფასური გააპროტესტა.

გამოსვლები ლონდონის გარდა სხვა ქალაქებშიც დაიწყო

ინგლისის სხვადასხვა ქალაქიდან ლონდონში ჩასულმა სტუდენტებმა ისტორიული პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

სტუდენტები ბარიკადებით გარშემორტყმული პარლამენტის მოედანზე შესვლას შეეცადნენ. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზოგიერთმა სტუდენტმა მოედანზე შესვლა მაინც მოახერხა, სადაც ლოზუნგებით თავისი პროტესტი გამოხატა.

დემონსტრანტები ასევე შეეცადნენ კონსერვატიული პარტიის ცენტრალურ ოფისში, ზოგიერთ ბანკსა და სხვადსხვა შენობაში შესვლას, თუმცა ეს მცდელობა პოლიციამ აღკვეთა.

დემონსტრაციის მიმდინარეობის განმავლობაში პოლიციამ ინტენსიური უსაფრთხოების ზომები გაატარა, ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპატიმრების ფაქტსაც. ანტიკაპიტალისტები რამდენიმე ჯგუფად დაიშალნენ და ლონდონის ქუჩებში გაიფანტნენ, რამაც პოლიციას მუშაობა გაურთულა.

ლონდონში პარლამენტის შენობის წინ მწვანე ტერიტორიაზე კარვის გაშლა და ამ ადგილზე დიდი ხნით გაჩერება არაკანონიერად ითვლება.

ინგლისის ამჟამინდელმა კოალიციურმა მთავრობამ 2010 წელში მუშაობის შემდეგ სწავლის საფასურის წლიურად 9 ათას სტერლინგამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობამ ეკონომიკის გაუმჯობესებით მიზნით განათლების ჩათვლით მრავალ სფეროში სახელმწიფო დახმარებები შეწყვიტა.

ინგლისში უმაღლესი განათლების მიღების საფასური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. განათლების მისაღებად სტუდენტები კრედიტებს იღებენ, ხოლო მუშაობის დაწყების შემდეგ კი დიდი ხნის მანძილზე ამ კრედიტის გადახდას ცდილობენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები