იზმირში თურქეთ-საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები

189206
იზმირში თურქეთ-საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა



თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქმა იზმირმა თურქეთ-საბერძნეთის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა და მასზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბექჩიმ თქვა რომ თუ ერთმანეთის გასწრების ნაცვლად ერთად სიარულს ამჯობინებენ, მაშინ, ორივე მხარე მოიგებს ამით და არც ერთი მხარე არ დარჩება წაგებული.

მისივე თქმით ქალაქი იზმირი თავის კანდიდატურას წამოაყენებს Expo-2025-ის მასპინძლობისათვის.

სტუმართა დელეგაციას საბერძნეთის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის მინისტრი კოსტას სკრეკასი ხელმძღვანელობდა, რომლის თქმითაც დღეს თურქეთში 500-მდე ბერძნული ფირმა მოქმედებს და მათ 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ახალი ტექნოლოგიისა და ტურიზმის სფეროში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები