სერიალების ექსპორტით თურქეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

თურქეთი აშშ-ს შემდეგ სატელევიზიო სერიალების ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

171787
სერიალების ექსპორტით თურქეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

გუშინ ეკონომიკის სამყაროს წარმომადგენლები კინო სექტორის წარმომადგენლებს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრაზე თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ თურქეთი აშშ-ს შემდეგ სატელევიზიო სერიალების ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მისი თქმით, მსოფლიოში თურქული სერიალებით დაინტერესება დიდია, თუმცა ამ დაინტერესების მიუხედავად ასევე მნიშვნელოვანია მათში სინამდვილის ასახვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცნობილი რეჟისორი ბობი რუთი, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა ფილმებში სინამდვილის ასახვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქული კინო სექტორის მიზანია 2023 წლისათვის თურქული სერიალებისა და ფილმების ექსპორტის რაოდენობის 2 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები