ინდონეზიელები გაიფიცნენ

მოითხოვენ ხელფასების მომატებას

162817
ინდონეზიელები გაიფიცნენ



ინდონეზიაში ქვეყნის პროფკავშირების ორგანიზებით უდიდესი გაფიცვა მიმდინარეობს, რომელშიც 2 მილიონამდე კაცი იღებს მონაწილეობას.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოსული დემონსტრანტები დედაქალაქ ჯაკარტის წინ მდებარე მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ანტი სამთავრობო სლოგანებს გაჰყვირიან.

დემონსტრანტები ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებების თანამშრომლები არიან და ხელფასის მომატებასთან ერთად ხელშეკრულებით მომუშავეებისათვის შტატების გახსნას ითხოვენ.

მიღებული ცნობებით ჯაკარტაში ცხოვრება პარალიზებულია, ხოლო დემონსტრანტების უსაფრთხოებას იცავს 17 ათასზე მეტი პოლიციელი.

პროფკავშირებმა გასულ წელსაც მოაწყო ასეთი გრანდიოზული გამოსვლა და ხელფასების 44%-ით მომატებას მიაღწიეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები