D-20-ის სამიტს კეირნი მასპინძლობს

თურქეთს ბაბაჯანი წარადგენს

131627
D-20-ის სამიტს კეირნი მასპინძლობს



დღეს ავსტრიის ქალაქ კეირნში დიდ ოციანთა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების დირექტორების შეკრება იწყება, რომელზედაც თურქეთს ეკონომიკაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრემიერი ალი ბაბაჯანი წარადგენს და მას ამ შეკრების ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.

კეირნის შეკრებაზე ძირითადად 15-16 ნოემბრისათვის უელსის ქალაქ ბრისბანეში დაგეგმილი სამიტისათვის მზადების საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, ხოლო ამის პარალელურად ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, ფინანსური დისციპლინის, გადასახადების და სხვა აქტუალურ თემებსაც განიხილავენ.

მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ოციანთა როტაციურ თავჯდომარეობას თურქეთი გადმოიბარებს და ამიტომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება კეირნში და ბრისბანეში მიღებული დადგენილებები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები