თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ექსპორტის გაზრდა ერთ ნახევარ მილი

თურქეთში თავდაცვის სფეროში განსაკუთრებით თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის პოლიტიკა „საკვანძო როლს“ თამაშობს

117939
თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ექსპორტის გაზრდა ერთ ნახევარ მილი

თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ექსპორტის გაზრდა ერთ ნახევარ მილიარდ დოლარამდე იგეგმება - ამის თაობაზე განაცხადა თურქეთის მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის მმართველის საბჭოს თავმჯდომარემ ჰალუქ დინჩერმა და დაამატა, რომ სამრეწველო სექტორში ტექნოლოგიების ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, თავდაცვის მრეწველობათურქეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ღირებული სამუშაოები ტარდება და ამას თავადაც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს. 

დინჩერის თქმით, თურქეთში თავდაცვის სფეროში განსაკუთრებით თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის პოლიტიკა „საკვანძო როლს“ თამაშობს და „offset“-ად წოდებულ მრეწველობაში ადგილობრივი ჩართულობა საკმაოდ გაიზარდა.

გასული წლის იანვარ-აგვისტოში სექტორმა 872 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში კი ეს ციფრი 1 მილიარდ 51 მილიონ 525 ათას დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ექსპორტი, ისევე როგორც წინათ, აშშ-ში განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები