Hyundai-ს ახალ მოდელს თურქულ სახელს დაარქმევენ

104121
Hyundai-ს ახალ მოდელს თურქულ სახელს დაარქმევენ


სამხრეთ კორეულმა საავტომობილო გიგანტმა Hyundai-მ ახალი ჰეჩბეკის მოდელისათვის თურქული სახელის „ასლანი“-ს ანუ ლომის დარქმევის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ავტომობილი მომხმარებელმა პირველად მაისში ბუსანის საავტომობილო გამოფენაზე კოდური სახელი AG-თი იხილა.

სახელთან დაკავშირებით კომპანიაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ეს ავტომობილი თავისი თავისებურებებით ნამდვილი ლომია, ცივსისხლიანს ჰგავს, მაგრამ მონადირის თვისებებიც გაჩნია“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასლანი-ს ძრავი 3 და 3.3 ლიტრის მოცულობის იქნება და იგი ბენზინზე იმუშავებს, ხოლო მისი გასაყიდი ფასი სამხრეთ კორეაში 40-45 ათასი დოლარი იქნება.

ასლანი 2011 წლის შემდეგ Hyundai-ს მიერ ნოლიდან წარმოებული პირველი მანქანა გახდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები