ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

მიიღეს გადაწყვეტილება გააფართოვონ ესადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები

67218
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაითვალისწინეს რა სირიაში მდგომარეობის თანდათან გაუარესება, მიიღეს გადაწყვეტილება გააფართოვონ ესადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები.
სანქციის სიაში იქნა შეტანილი სამი უფლებამოსილი და 9 ორგანიზაცია, რომლებიც ეხმარებიან რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობის და ზეწოლის განხორციელებაში.
ამით, ევროკავშირის მხრიდან სანქციის სიაში შეტანილი სირიელი უფლებამოსილების რაოდენობა 192, ორგანიზაციის რაოდენობა კი 62 გახდა.
გადაწყვეტილება ძალაში შევა ხვალ ევროკავშირის ოფიციალურ გაზეთში გავრცელების შემდეგ.
სანქცია ითვალისწინებს ხსენებული პირების და ორგანიზაციების ევროკავშირში არსებული აქტივების გაყინვას და კავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისთვის შეფერხების შექმნას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები